The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ღვალაძე

ნოდარ ღვალაძე
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1937
გარდაცვ. თარიღი:17 მაისი, 1992  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:გეოლოგი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს.

1960-1970 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის გეოლოგიის განყოფილებაში. 1970 წლიდან ნოდარ ღვალაძე ეწეოდა პრაქტიკულ მოღვაწეობას საინჟინრო გეოლოგიის დარგში. 1970-1982 წლებში იყო საქართველოს საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს სახელმწიფო საპროექტო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის საინჟინრო-გეოლოგიური განყოფილების უფროსი, ხოლო 1982-1992 წლებში - საპროექტო ინსტიტუტის "საქაგროკოოპპროექტის" საინჟინრო-საძიებო განყოფილების უფროსი. მისი მონაწილეობით და ხელმძღვანელობით საქართველოს სხვადასხვა რაიონში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები.

წყარო: burusi.wordpress.com

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: