The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელეფთერ ღვალაძე

დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:1955  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მორძგვეთი (ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია 1900 წელს.

პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ჭიათურასა და თბილისში. იყო ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი. 1907 წელს ხელმძღვანელობდა ჭიათურის პედაგოგთა დელეგაციას ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე. 1920–იანი წლების დამლევიდან მოღვაწეობდა თბილისში. საზოგადო მოღვაწე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედაგოგიური საზოგადოება, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილება, მდივანი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

გააზიარე: