შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ღვალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სვერი (ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი). დავით ღვალაძე 1795-1810 წლებში იყო სვერის ციხის უკანასკნელი ნაცვალი (გარნიზონის უფროსის თანაშემწე). ცარისტული რუსეთის მიერ იმერეთის სამეფოს გაუქმების და იმერეთის ანტიცარისტული ამბოხების (რომლის აქტიური მონაწილე იყო) ჩახშობის შემდეგ, 1811 წელს, იგი აღიკვეცა და 1814 წლამდე მსახურობდა სვერის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, რომელიც 1800 წელს მისი თაოსნობით იქნა აგებული. 1814-1834 წლებში იყო სოფელ სკინდორის (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. 1853 წელს გაამწესეს სოფელ მორძგვეთის (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად, სადაც გარდაცვალებამდე მსახურობდა. კეთილმოწესე დეკანოზი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |