შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვარლამ ღვალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მორძგვეთი (ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1923 წელს. 1920-იანი წლების მეორე ნახევარში მივლინებული იყო ლენინგრადში (სანქტ-პეტერბურგი), ბიოქიმიის ინსტიტუტში. მუშაობდა აკადემიკოს ს. კორტიჩევის ლაბორატორიაში. აქ ვარლამ ღვალაძემ შეასრულა და გამოაქვეყნა თავისი ცნობილი ნაშრომი რძემჟავას დუღილის ქიმიის საკითხებზე. ეს გამოკვლევა გამოქვეყნდა გერმანულ და ფრანგულ სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში. 1930 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, აქტიური მუშაობა განაგრძო დუღილის ქიმიის დარგში და საფუძველი ჩაუყარა ამ მიმართულებას. 1930 წელს მან მონაწილეობა მიიღო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დაარსებაში და იმავე წელს დაინიშნა ქიმიის კათედრის დოცენტად და კომპლექსურ კვლევათა ლაბორატორიის გამგედ. 1931-1935 წლებში პარალელურად იყო მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტში მის მიერვე დაარსებული ენოქიმიის ლაბორატორიის გამგე. 1932 წელს გამოსცა ენოქიმიის დარგში პირველი ქართული სახელმძღვანელო. მის მიერ წამოყენებულ იქნა ჰიპოთეზა, რომელიც ხსნის სპირტის ბუნებრივი დუღილის დროს მიმდინარე ყველა უმთავრეს ქიმიურ პროცესს. მოგვიანებით, მისგან დამოუკიდებლად იგივე შედეგი მიიღო ფრანგმა პროფესორმა ჟენევუამ. 1962 წელს, თბილისში, მეღვინეთა და მევენახეთა მსოფლიო კონგრესზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვარლამ ღვალაძის სამეცნიერო მემკვიდრეობას დუღილის ქიმიის დარგში. 1936 წელს მისი თაოსნობით სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში დაარსდა ბიოორგანული ქიმიის კათედრა, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. 1939-1943 წლებში იყო ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1942-1943 წლებში - პრორექტორი სამეცნიერო დარგში. პროფესორი (1936), სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1936). ბიოქიმიკოსი, საზოგადო მოღვაწე, მცენარეთა ბიოქიმიისა და ენოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 231 გვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |