The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იუზა ღვალაძე

დაბადების თარიღი:1930
გარდაცვ. თარიღი:2006  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1953 წელს.

1953-1957 წლებში მუშაობდა უკრაინის ერთ-ერთ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1957 წლიდან მოღვაწეობდა სოხუმის ფიზიკისა და ტექნიკის ინსტიტუტში, 1994 წლიდან ინსტიტუტი გადმოტანილ იქნა თბილისში. იყო ინსტიტუტის ჯერ უმცროსი, შემდეგ კი უფროსი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 1972 წელს ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1993 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - სადოქტორო დისერტაციები. მოღვაწეობდა პლაზმური ფიზიკის დარგში. გამოაქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია. იყო არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მონაწილე (ინგლისი - 1965, იტალია - 1975 და სხვ.). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993). მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებთა აკადემიის პრემია წლის საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის.

წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org


გააზიარე: