The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლატავრა ღვალაძე

დაბადების თარიღი:4 ივლისი, 1929  (94 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1952 წელს.

1952-1955წწ. იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი, 1955-1961წწ. ამავე ინსტიტუტის ლექსიკოგრაფიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი. 1961-2006წწ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის  სემიტოლოგიის განყოფილების ჯერ უფროსი, შემდეგ კი წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. 1962-1966წწ. პარალელურად მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის "ვეფხისტყაოსნის"აკადემიური ტექსტის დამდგენ კომისიაში. ლატავრა ღვალაძე არის 30 გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომის, მათ შორის ერთი მონოგრაფიის ავტორი. მისი შრომები ეძღვნება ძველი მწერლობის ძეგლების "წარტყუვნაი იერუსალიმისაის", "გრიგოლ განმანათლებლის ცხოვრების", "წმინდა ბაბილას წამების" სხვადასხვა ასპექტებს. მისი მონოგრაფია "ბაბილას წამების" ბერძნული, ქართული, სირიული და არაბული ვერსიები" (1992) გამოცემულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. 

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდი: tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს აღმოსავლეთმცოდნეთა საზოგადოება, წევრი
  • ევრომეცნიერების საზოგადოება(საფრანგეთი), წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: