შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა ნოზაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1973 წელს და პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურა 1983 წელს. 1973-1978წწ. და 1983-1997წწ. იყო გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ეგვიპტოლოგიის დარგში და რამდენიმე ქართული თარგმანი ძველეგვიპტურიდან. იყო ეგვიპტოლოგთა საერთაშორისო ფორუმების მონაწილე. აღმოსავლეთმცოდნე, პირველი ქართველი ეგვიპტოლოგი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |