The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ მშველიძე

თეიმურაზ მშველიძე
დაბადების თარიღი:24 თებერვალი, 1948  (77 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971-2006წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად, წამყვან სპეციალისტად, ჯგუფის ხელმძრვანელად, პროექტის მთავარ სპეციალისტად, სახელოსნოს მთავარ ინჟინრად და სახელოსნოს ხელმძღვანელად; საპროექტო-სამშენებლო ორგანიზაცია შპს "სეიტონის" დირექტორია; როგორც კონსტრუქტორსა და მთავარ კონსტრუქტორს, თავისი პროფესიული საქმიანობის მანძილზე, მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტის პროექტირებაში მთელი საქართველოს მასშტაბით; ბოლო წლების ნამუშევრებია: სასაზღვრო გამშვები კომპლექსი წითელ ხიდთან და ლარსის გამშვები პუნქტი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ყვარლის ტბაზე, ძველი სახლების განახლება ქ. თელავში, ბიბლიოთეკის შენობა თბილისში ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატრაქტორო მეურნეობები და მათი ადმინისტრაციული ნაგებობების კომპლექსები საქართველოს ყველა რეგიონში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.439


გააზიარე: