შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვერა ყურულაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1979 წელს. 1979-1995 წწ. მუშაობდა თბილისის 138-ე საშუალო სკოლის ქიმიის მასწავლებლად. 1995 წლიდან დაინიშნა მე-13 სკოლის დირექტორად. 2011 წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მენტორი და რუსულენოვან პედაგოგთა საბჭოს თავმჯდომარეა. 2009 წლიდან შპს "დეა"-ს სკოლის დირექტორი, 2016 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტია. არის რამდენიმე გამოქვეყნებული მეთოდური ნაშრომის ავტორი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის (dspace.nplg.gov.ge) ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელში" განთავსებულია მისი წიგნები: "ბავშვის აღზრდის პირველი ნაბიჯები" (2013), "ბავშვის წინასასკოლო მომზადება თამაშების გამოყენებით" (2018). ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |