Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერი მჭედლიშვილი![]()
Biographyდაამთარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი არქიტექტორის კვალიფიკაციით 1976 წელს. 1976-1980წწ. მუშაობდა უკრაინაში ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში საპროექტო ინსტიტუტში "გიპროორგხიმი" უფროს არქიტექტორად; 1980-2007წწ. დედოფლისწყაროს რაიონის მთავარ არქიტექტორად; 2014 წლიდან საქართველოს ტექიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; მის მიერ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემებში გამოქვეყნებულია 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი; მისი ავტორობითა და თანაავტორობით განხორციელებულია მთელი რიგი პროექტები, მათ შორის, ქ. თბილისში კ. ჩაჩავას სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინტერიერისა და ექსტერიერის რეკონსტრუქციის პროექტი, ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრის პროექტი, ვაშლოვანის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობის პროექტი დედაფლისწყაროში, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ინტერიერების მრავალი პროექტი; არის ქ. დედოფლისწყაროს გენგეგმისა და დედოფლისწყაროში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის პროექტის თანაავტორი. არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი (1976), აკადემიური დოქტორი (2006). პროფესორი (2014). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია.- თბ.,2017.-გვ.442 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |