შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბადრი კაკაბაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მ. თუმანიშვილის სახელოსნო) 1975 წელს. ერთი სეზონი (1975) გამოდიოდა კინომსახიობთა თეატრის სცენაზე. 1976 წლიდან მოღვაწეობს რუსთავის დრამატულ თეატრში. ამავე წლიდან მუშაობს კინოში. ეკრანზე გამოჩდა ფილმში "გასერნება თბილისში" (ნ. მჭედლიძე, 1976, ვოკალისტი). მთავარი როლები შეასრულა ფილმებში: "რაჭა ჩემი სიყვარული" (თ. ფალავანდიშვილი, 1977, ზაური), "აქედანა და შენამდე" (ლ. გორდელაძე, 1984, ბუჭუტა). მონაწილეობს ფილმებში: "იმერული ესკიზები" (ნ. მჭედლიძე, 1979, ბარნაბა), "ყოჩაღად პაპებო" (ნ. ნენოვა, გ. წულაია, 1981), "უკვდავების თეთრი ვარდი" (ნ. მჭედლიძე, 1984), "წყარო" დ. ხოჯავა, 1985), "ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი" (თ. ფალავანდიშვილი, 1990). კინოსა და თეატრის მსახიობი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 101; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |