შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა მჭედლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა ლენინგრადის ავტოსაგზაო ინსტიტუტი 1934 წელს. 1924-1929წწ. მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად ქ. ხონის საშუალო სკოლაში; 1934 წელს დაიწყო მუშაობა აგრო-სამრეწველო ტრესტში "ქართული ჩაი" საგზაო-სამელიორაციო სექტორის ინსპექტორად; 1935-1938წწ. ხელმძღვანელობდა აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს გზატკეცილების განყოფილებას; 1938-1941წწ. საქართველოს სსრ სამხედრო გზის რეკონსტრუქციას; 1942 წელს გადაიყვანეს სამთო მომპოვებელ ტრესტ "ტყვარჩელქვანახშირში" მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1950 წლიდან მუშაობდა გუდაუთაში სხვადასხვა სამშენებლო ობიექტების ხელმძღვანელად; მისი მონაწილეობით არის დაპროექტებული და აშენებული, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური საავტომობილო ხიდი მდ. გუმისთაზე, რომელიც შესულია სპეციალურ სახელმძღვანელო ტექნიკურ ლიტერატურაში, როგორც გამორჩეული საინჟინრო ნაგებობა; დაჯილდოებული იყო საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო უმაღლესი ჯილდოებით და საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.443
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |