შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა მჭედლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა მოსკოვის საავტომობილო გზების საინჟინრო ინსტიტუტი ავტომაგისტრალებისა და საქალაქო გზების სპეციალობით 1953 წელს. 1953-1955წწ. მუშაობდა სსრ კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს "გლავდორსტროის" N2 საგზაო სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს ინჟინრად; 1955-1961წწ. N1 საგზაო-სამშენებლო რაიონ "პამირის ტრაქტის" მთავარ ინჟინრად, ამავე სამინისტროს N2 სამშენებლო რაიონის უფროსად; 1961-1963წწ. "გლავდორსტროის" N20 სამმართველოში მუშაობდა საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, ამავე სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1963-1970წწ. ხელმძღვანელობდა საგზაო-სამშენებლო ტრესტ "იუჟდორსტროის" N983 საგზაო-სამშენებლო სამმართველოს და საბჭოთა სპეციალისტთა ჯგუფს ავღანეთში; 1974 წლიდან სათავეში ედგა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N2, ხოლო 1979 წლიდან N3 საგზაო-სამშენებლო ტრესტებს; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მთელი რიგი საავტომობილო გზების არაერთ მონაკვეთს და ცალკეულ ობიექტს; მათ შორის: "გაგრა-ლესელიძის", "შავწყალა-ბზიფის", "გუდაუთა-ათონის", "ჯვარი-ხაიში-მესტიის", ოჩამჩირის ასაქცევი, სოხუმის აეროპორტის, "სოხუმი-დრანდის" საავტომობილო გზის მონაკვეთებს და უნიკალურ სახიდე გადასასვლელებს "გაგრა-ლესელიძის" გზის მონაკვეთზე. მიღებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.443 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |