The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ მხეიძე

ოთარ მხეიძე
დაბადების თარიღი:14 მარტი, 1925
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 2007  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კრიხი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1950 წელს.

1956-1958წწ. მონაწილეობდა ავღანეთში სალანგის უღელტეხილზე საავტომობილო გზის დაპროექტებასა და მშენებლობაზე; 1959-1965წწ. ყირგიზეთში ხელმძღვანელობდა "ფრუნზე-ოშის" საავტომობილო გზის მშენებლობას; 1969-1971წწ. მუშაობდა კუბაში ცენტრალური ნაციონალური ავტომაგისტრალის დაპროექტებასა და მშენებლობაზე, სპეციალისტთა ჯგუფის უფროსის მოადგილედ; 1973-1977წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილსახგზაპროექტის" დირექტორი; 1977 წლიდან საქართველოს საავტომობილო გზების მინისტრის მოადგილე; მისი უშუალო მონაწილეობითა და ინიციატივით მიღებულია რიგი ეფექტური და ორიგინალური გადაწყვეტილებები, რთულ პირობებში საავტომობილო გზების, როგორც საინჟინრო ნაგებობების განთავსებაში; მას ეკუთვნის "ზაჰესის" რაიონში მდ. მტკვრის გასწვრივ და ქ. გაგრის შემოსასვლელი გზების განლაგების უკვე განხორციელებული მშენებლობის წინადადებები; დაჯილდოებულია რიგი სამთავრობო მედლებითა და საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.444; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.264; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.127

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1997 - ღირსების მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • საპატიო მეგზევე
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: