The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ყიფშიძე

დავით ყიფშიძე
დაბადების თარიღი:1902
გარდაცვ. თარიღი:31 აგვისტო, 1957  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ალავერდი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1921 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ფილოსოფიის კურსი 1925 წელს.

1925-1927წწ. დავით ყიფშიძე იყო სოფელ კიცხის გლეხთა და ახალგაზრდობის სკოლის გამგე. 1927-1932 წწ. მუშაობდა ქ. ზესტაფონში საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ. 1932-1934წწ. სწავლობდა ქ. ლენინგრადის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1934-1937წწ. ქ. ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ასწავლიდა პედაგოგიკის ისტორიას. 1937-1938წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისრის მოადგილედ. 1938 წლის ოქტომბრიდან 1942 წლის თებერვლამდე დ. ყიფშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. 1942 წლიდან 1949 წლამდე–საქართველოს სსრ პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი. 1947 წელს დაინიშნა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკის კათედრის გამგედ,  შეთავსებით მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიკის კათედრის დოცენტად. 1947 წლის აპრილში დაიცვა დისერტაცია თემაზე: "პედაგოგიკის საგანი". დავით ყიფშიძე სისტემატურად თანამშრომლობდა პედაგოგიურ პრესაში, გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები პედაგოგიკის თეორიასა და ისტორიის საკითხებზე. პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1947).

წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ გვერდი: tsu.ge

ბიბლიოგრაფია

  • პედაგოგიკის ლექციები (ავტორი) // ნაკვ. მე-4 : აღზრდა სოციალისტურ საზოგადოებაში. - თბილისი, სტალინის სახელობის სახ. უნ-ტის გამ-ბა, 1941. - გვ.64
  • პედაგოგიკის ლექციები (ავტორი) // ნაკვ. 1 : პედაგოგიკის საგანი. - თბილისი, სტალინის სახელობის სახ. უნ-ტის გამ-ბა, 1941. - 47გვ.
  • პედაგოგიკის ლექციები (ავტორი) // ნაკვ. 3 : პედაგოგიკის როგორც მეცნიერების განვითარება. - თბილისი, სტალინის სახელობის სახ. უნ-ტის გამ-ბა, 1941. - 53გვ.
  • პედაგოგიკის ლექციები (ავტორი) // ნაკვ. 2 : აღზრდა სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში. - თბილისი, სტალინის სახელობის სახ. უნ-ტის გამ-ბა, 1941. - 48გვ.
  • პედაგოგიკის ლექციები (ავტორი) // ნაკვ. 7 : სასწავლო გეგმები და პროგრამები. - თბილისი, სტალინის სახელობის სახ. უნ-ტის გამ-ბა. - გვ.65

გააზიარე: