შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ყაზბეგი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფ. სტეფანწმინდა, ახლანდელი დაბა ყაზბეგი. დაამთავრა გენშტაბის აკადემია 1870 წელს და კავკასიის გრენადერთა დივიზიის უფროს ადიუტანტად დაინიშნა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877-1878) დროს საგანგებო ქობულეთის რაზმის შტაბის უფროსი იყო; ომის შემდეგ ჯერ 153-ე (1878), შემდეგ კი 79-ე (1879-1882) ქვეით ლეგიონებს მეთაურობდა; 1882-1885წწ. დროებით გადადგა სამხედრო სამსახურიდან; 1885-1891წწ. კავკასიის სამხრეთ ოლქის შტაბში მსახურობდა; 1891-1899წწ. ვარშავის სიმაგრის შტაბის უფროსი; 1899-1902წწ. ქ. ივანგოროდის; 1902-1905წწ. ვარშავისა და ვარშავის გამაგრებული რაიონის და 1905-1907წწ. ვლადივოსტოკის კომენტდანტი იყო. სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში. ილია ჭვჭავაძის შემდეგ სათავეში ჩაუდგა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას". იყო პირველი გეოგრაფი, რომელმაც საკუთარი დაკვირვების საფუძველზე შეადგინა აჭარის ფიზიკურ-გეოგრაფიული და ეკონომიკურ-გეოგრაფიული აღწერა. მან იმოგზაურა თურქეთში, რომელიც 1874 წლის 22 მაისს დაიწყო, სოფელ დერცელიდან (ადიგენის რ-ნი) გადავიდა აჭარაში, აქედან შავშეთში, არტანუჯისა და ართვინის გავლით ლაზისტანში მოხვდა. დეტალურად აღწერა მათი რელიეფი, ჰავა, ჰიდროგრაფია, მცენარეულობა, მოსახლეობა და სხვ. ამ ნაშრომს დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. საინტერესოა მისი ნარკვევები - "სამი თვე თურქეთის საქართველოში". "ლაზისტანის სანჯაყის სამხედრო სტატისტიკური და სტრატეგიული ნარკვევი", "თერგის ოლქის სამხედრო სტატისტიკური აღწერა" და სხვ. მის ისტორიულ ნაშრომებში განხილულია იტალიელ მოგზაურთა ცნობები კავკასიის შესახებ, კავკასიის სამხედრო ისტორია და სხვ. სამხედრო სამსახურისთვის დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენით. ქართველი გენერალ-ლეიტენანტი (1900), მოგზაური, გეოგრაფი და საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.616-617; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.266-267; commons.wikimedia.org ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |