The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ყანჩელი

ალექსანდრე ყანჩელი
დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:1948  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1900 წლიდან მუშაობდა თბილისში, გაზეთ "ნოვოე ობოზრენიეში", აქვეყნებდა ლექსებს, თარგმანებს და ფელეტონებს. 1905 წლიდან იყო გაზეთ "ვოზროჟდენიეს" რედაქციის შემადგენლობაში (მეფის საწინააღმდეგო ოპოზიციური გამოცემა). "ვოზროჟდენიეს" აკრძალვის შემდეგ, მონაწილეობდა მთელ რიგ იმავე მიმართულების გამოცემებში. ეს გაზეთები ხელისუფლების მიერ იკრძალებოდა და იბეგრებოდა. ამ გამოცემის საბოლოო დარბევისა და აკრძალვის შემდეგ იყო გაზეთ "კავკაზსკოე სლოვოს" რედაქციის შემადგენლობაში. ამავე დროს მონაწილეობას იღებდა კავკასიის რუსულ თუ ქართულ გამოცემებში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ რედაქტორობდა გაზეთ "რესპუბლიკას". საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ძირითადად თარგმნიდა ქართულ პოეზიას რუსულად. იგი ახლოს იყოს ცისფერყანწელების ჯგუფთან. მას ეკუთვნის ცნობილი ლექსი "თბილისს", რომელიც 1927 წელს "ქართულ მწერლობაში" დაიბეჭდა და თბილისის ძირძველი უბნის კოლორიტს ასახავს. ლიტერატორი.

წყარო: ქართველი პოეტები: ენციკლოპედია/შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.330; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.295-298

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1936-)

ბიბლიოგრაფია

  • Грузинские народные песни (მთარგმნელი). - Тбилиси, Тип. изд-ва "Заря Востока", 1939. - 20с.
  • В тюрьме : Повести и рассказы/Ч. Ломтатидзе (მთარგმნელი). - Тифлис , Закгосиздат, 1935. - 208с.

გააზიარე: