The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ბერიძე

ზურაბ ბერიძე
დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1981 წელს. 1983-1986წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აფრიკის ინსტიტუტის ასპირანტი.

1982-1983წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრის უმცროსი, 1986-1991წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1983- 1986წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აფრიკის ინსტიტუტის (მოსკოვი) ასპირანტი; 1988-1990წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს საერთაშორისო მიმომხილველი; 1991-1992წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის სამმართველოს უფროსის მოადგილე, აშშ-ს სამმართველოს უფროსი (1992), 1992-1997წწ. საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი; 1997-2000წწ. გაეროში საქართველოს წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი; 2000-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორი, სუამის ეროვნული კოორდინატორი. 2004-2008წწ.  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთისა და მოლდოვას რესპუბლიკაში; 2009-2011წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2014-2018წწ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში; 2018-2021წწ. მინისტრის სამდივნოს უფროსი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2021-2022წწ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში. 2022 წლიდან არის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოს საელჩო ნორვეგიის სამეფოში; არის 20 სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიების ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1988). მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "დასავლეთ აფრიკის ქვეყნების საგარეო პოლიტიკა 1957-1987 წლებში", დაიცვა 1988 წელს. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.73; espersona.geდამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.43; საქართველოს საელჩო ნორვეგიის სამეფოში: norway.mfa.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - ბულგარეთის "მადარის ცხენოსნის" პირველი ხარისხის ოქროს ორდენი

გააზიარე: