The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ რურუა

ვახტანგ რურუა
Date of birth:21 February, 1940
Date of death:18 May, 2014  (at 74 years)
Category:Painter

Biography

დამდგმელი მხატვარი სრულიად განსხვავებული ჟანრის 18 ფილმისა, მათ შორის: "ლაზარეს თავგადასავალი" (1973), "ვერის უბნის მელოდიები" (1973), "თუში მეცხვარე" (1976), "შვიდკაცა" (1992), შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი (1996) და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "თუში მეცხვარე" (ზაზა, 1976), "მარტოობის ორდენის კავალერი" (1999); ფილმების გარდა მუშაობდა წიგნებისა და ჟურნალების გაფორმებაზე. გააფორმა შემდეგი ავტორების წიგნები: გურამ რჩეულიშვილის, გოდერძი ჩოხელის, რევაზ ჭეიშვილის, დათო ტურაშვილის, ნაირა გელაშვილის, თეიმურაზ ქორიძის და სხვ.; მონაწილეობდა პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში. მუშაობდა გრაფიკის და ფერწერის ჟანრში. მიღებული აქვს ჯილდოები როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთაც.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.gegeorgianpress.ge

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი

Share: