Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯუნა მხეიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს. 1960 წელს მუშაობდა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1961-1963წწ. იყო საქართველოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს N43 საგზაო-საექსპლუატაციო უბნის სამუშაოთა მწარმოებელი; 1963-1966წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" სამშენებლო სამმართველო "მარნეულმშენის" სამრეწველო საწარმოთა კომბინატის წარმოების უფროსი და მთავარი ინჟინერი; 1966-1971წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქსოფმშენინდუსტრიის" მთავარი ინჟინერი, იმავე სამინისტროს N1 ტრესტის N37 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი; 1975-1988წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს მშენებლობის განყოფილებაში უფროს რეფერენტად, განყოფილების გამგის მოადგილედ, განყოფილების გამგედ; 1988 წლიდან იყო საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრი; 1988-1990წწ. სამშენებლო კომპლექსის რეორგანიზაციის შემდეგ დაინიშნა საქართველოს "სახმშენის" თავმჯდომარის მოადგილედ, რესპუბლიკური გაერთიანება "საქსაშენმასალების" თავმჯდომარედ; 1990-1991წწ. რესპულიკური სამეურნეო ასოციაციის "საქსაშენმასალების" თავმჯდომარედ; 1991-1992წწ. იყო წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის თავმჯდომარის მოადგილე; 1993 წლიდან საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე; 1994 წლიდან სახელმწიფო მათაურის აპარატის მრჩეველი იყო; იყო სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურში ბიზნესისა და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე; მონაწილეობდა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის, თბილისის ლინელიუმისა და გარდაბნის საკონსერვო ქარხნების, ჯანდარის მეცხოველეობის კომპლექსის, კოდისა და გამარჯვების მეფრინველეობის ფაბრიკების, მარნეულის საავადმყოფოს, ოჩამჩირის შემოსავლელი გზის, გარდაბნისა და მარნეულის რაიონების რიგი სკოლების მშენებლობაში, ოჩამჩირეში ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაში; მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი; საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.445; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.230 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |