შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და პარალელურად ლენინგრადის ი. პ. პავლოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი 1966 წელს; ლენინგრადის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1969 წელს. 1971-1972წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიოკარდის ინფარქტის რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი ლაბორანტი (ქ. თბილისი); 1971-1972წწ. ა. ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ინსტიტუტის კარდეოლოგიის განყოფილების ექიმი; 1972-1977წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977--1982წწ. გულის იშემიურ დაავადებათა ქირურგიული მკურნალობის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1982-1996წწ. მის მიერვე დაარსებული კორონალური სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1996 წლიდან მოსკოვის საქალაქო ინტერვენციული კარდიოლოგიური ცენტრის (მის მიერვე დაარსებული) დირექტორი. 2016 წლიდან მოსკოვის ი. მ. სეჩენოვის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინტერვენციული კარდიოლოგიის კათედრის გამგე. 441 სამეცნიერო შრომისა და 10 მონოგრაფიის ავტორი. მედიცინის მეცნიერებთა დოქტორი (1977), პროფესორი (1982), ექიმი-კარდიოლოგი. მიღებული აქვს ქ. მოსკოვის მთავრობის პრემია (2003), რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრემია (2010). წყარო: mccic.ru ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |