შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური ნადარაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს. მუშაობდა საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის სფეროში სამშენებლო ტრესტ "საქკოოპმშენის" მმართველის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად, სისტემის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსად; ხელმძღვანელობდა, უცხოური ფირმების თანამონაწილეობით, გუდაურის სპორტული კომპლექსის (1971 წლიდან) და რესტორან "ივერიის" (ქ. მოსკოვში) მშენებლობას; იყო სს "საქკოოპმშენის" გენერალური დირექტორის მოადგილე, კოოპერაციის დამსახურებული მუშაკი, ინჟინერ-რაციონალიზატორი, 20-მდე რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.446
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |