The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ნადარაია

იური ნადარაია
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1937  (86 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს.

მუშაობდა საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის სფეროში სამშენებლო ტრესტ "საქკოოპმშენის" მმართველის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად, სისტემის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსად; ხელმძღვანელობდა, უცხოური ფირმების თანამონაწილეობით, გუდაურის სპორტული კომპლექსის (1971 წლიდან) და რესტორან "ივერიის" (ქ. მოსკოვში) მშენებლობას; იყო სს "საქკოოპმშენის" გენერალური დირექტორის მოადგილე, კოოპერაციის დამსახურებული მუშაკი, ინჟინერ-რაციონალიზატორი, 20-მდე რაციონალიზატორული წინადადების ავტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.446


გააზიარე: