The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა ნადირაშვილი

ვაჟა ნადირაშვილი
დაბადების თარიღი:7 აგვისტო, 1939  (85 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს.

1964-1972წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამანქანო-სალიანდაგო სადგურ N189-ში გზის ოსტატად; მუშაობდა "საქმთავარენერგოს" ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობის დირექციაში უფროს ინჟინრად, კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1972-1974წწ. მუშაობდა საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს მშენებარე ობიექტების დირექციის მთავარ ინჟინრად; 1974-1979წწ. ქ. თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების საპროექტო განყოფილების უფროსად; 1979-1995წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს ჯანდაცვის ობიექტების კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1997-2001წწ. სს ფიზიოპულმონოლოგიური ცენტრის აღმასრულებელ დირექტორად; 2001-2006წწ. სამოსამართლო სწავლების ცენტრის ფინანსურ მენეჯერად; 1997-2003წწ. იყო მის მიერ შექმნილი შპს "თანოს" გენერალური დირექტორი; ხელმძღვანელობდა საცხოვრებელი სახლებისა და კომუნალური ობიექტების გაზმომარაგების აღდგენის სამუშაოებს; 2003 წელს სათავეში ჩაუდგა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრისა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას (თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე); 2007 წლიდან არის შპს "ივერიამშენ-პლუსის" გენერალური დირექტორი; მონაწილეობდა "საგარეჯო-კაჭრეთის" რკინიგზის კაპიტალურ შეკეთებაში, "ინგური-ზესტაფონი-გლდანისა" და "თბილსრეს-გლდანის" 500 კვ. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების, დასავლეთ საქართველოში მაღალმთიან რეგიონებში ბახმაროს, ხულოს, ჩაქვის, ქობულეთის, ბათუმის და ქუთაისის 35-110 კვ. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობაში, საგარეჯოს აგურის, რუსთავის მოცულობითი ბლოკებით ბინათმშენებლობის და წყურგილის (აფხაზეთი) არამადნეული მასალების ქარხნების, ქ. თბილისის N5 სამშობიარო სახლის, ბავშვთა N13 პოლიკლინიკის, პ. სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის, N2 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის (მუხიანში), N4 საავადმყოფოს ქირურგიული კორპუსის, სტომატოლოგიური პოლიკლინიკის (ლესელიძის ქუჩაზე), დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრისა და სხვა ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების მშენებლობაში; ასევე მონაწილეობდა, საცხოვრებელი სახლების ყაზბეგის გამზ. 14ბ, დიდი დიღმისა და გოთუას ქუჩაზე და შეკვეთილში (ოზურგეთში) სასტუმროს მშენებლობაში; არის საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა საენციკლოპედიო საგამომცემლო ფონდის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს საგვარეულოთა კავშირის "გვარი და გვარიშვილობის" გამგეობის თავმჯდომარე; დაჯილდოებულია საბჭოთა კავშირის ენერგეტიკის მინისტრის და სხვა საუწყებო საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.446-447

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი (2024-)
  • ფაზისის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2002-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - საქართველოს დამსახურებული მშენებელი

გააზიარე: