შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით კანდელაკი
ბიოგრაფიადაამთავრა ლენინგრადის კინო ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი. მუშაობდა ლენინგრადის კინოსტუდიაში ოპერატორის ასისტენტად. 1934 წლიდან იყო დამდგმელი ოპერატორი "თბილისის კინოსტუდიაში". გადაიღო მხატვრული ფილმები: "არშაულა" (მ. აფაქიძესთან და ვ. პოლიკევიჩთან ერთად /დ. რონდელი, 1936), "მფრინავი მღებავი" (ლ. ესაკია, 1936), "ბედნიერი შეხვედრა" (ნ. სანიშვილი, 1949), "ხიდობნელი ქალიშვილი" (დ. ანთაძე, 1940), "გაზაფხული საკენში" (ნ. სანიშვილი, 1951), "ბაში-აჩუკი" (ლ. ესაკია, 1955), "ოთარაანთ ქვრივი" (მ. ჭიაურელი, 1958) და რამდენიმე დოკუმენტური ფილმი. საკუთარი სცენარით გადაიღო მხატვრული ფილმი "ორი ოჯახი" (1959). კინოოპერატორი, კინორეჟისორი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 104 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |