შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ შალიკაშვილი![]()
ბიოგრაფიაოთარ შალიკაშვილი იყო XVI საუკუნის შუა წლების მესხეთის დიდგვაროვანი ფეოდალი. ყვარყვარე II ათაბაგის პირველი ვეზირი. მურჯახეთის ბრძოლის (1535) შემდეგ ცდილობდა სამცხე-საათაბაგოს გაუქმებული სამთავროს აღდგენას და მცირეწლოვანი ქაიხოსრო ყვარყვარეს ძის ათაბაგად დამტკიცებას. ამ მიზნით, ოთარ შალიკაშვილი ოსმალეთში გაემგზავრა და სულთანს დახმარება სთხოვა ბაგრატ იმერთა მეფის წინააღმდეგ. 1543 წელს იგი და ქაიხოსრო ყვარყვარეს ძე ქარაქაღის ბრძოლაში ოსმალებს უჭერდნენ მხარს. ქართველთა გამარჯვების შემდეგ ისევ სულთანთან ჩავიდნენ. სოხოისტის 1545 წლის ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. ოთარ შალიკაშვილის რჩევით, სამცხე-საათაბაგოს ციხეებში ოსმალთა ჯარი ჩააყენეს, ქაიხოსრო ათაბაგად დაამტკიცეს და მეურვედ შალიკაშვილი დაუნიშნეს. შემდეგ შალიკაშვილის ასული ცოლად შეირთო შაჰ-თამაზმა. შალიკაშვილის სიკვდილის შემდეგ შალიკაშვილებსა და ათაბაგებს შორის მტრული ურთიერთობა დამყარდა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ.,1986.-გვ.678
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |