The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ შალიკაშვილი

Date of birth:15??
Date of death:15??
Category:Nobleman, Military Person

Biography

ოთარ შალიკაშვილი იყო XVI საუკუნის შუა წლების მესხეთის დიდგვაროვანი ფეოდალი. ყვარყვარე II ათაბაგის პირველი ვეზირი. მურჯახეთის ბრძოლის (1535) შემდეგ ცდილობდა სამცხე-საათაბაგოს გაუქმებული სამთავროს აღდგენას და მცირეწლოვანი ქაიხოსრო ყვარყვარეს ძის ათაბაგად დამტკიცებას. ამ მიზნით, ოთარ შალიკაშვილი ოსმალეთში გაემგზავრა და სულთანს დახმარება სთხოვა ბაგრატ იმერთა მეფის წინააღმდეგ. 1543 წელს იგი და ქაიხოსრო ყვარყვარეს ძე ქარაქაღის ბრძოლაში ოსმალებს უჭერდნენ მხარს. ქართველთა გამარჯვების შემდეგ ისევ სულთანთან ჩავიდნენ. სოხოისტის 1545 წლის ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. ოთარ შალიკაშვილის რჩევით, სამცხე-საათაბაგოს ციხეებში ოსმალთა ჯარი ჩააყენეს, ქაიხოსრო ათაბაგად დაამტკიცეს და მეურვედ შალიკაშვილი დაუნიშნეს. შემდეგ შალიკაშვილის ასული ცოლად შეირთო შაჰ-თამაზმა. შალიკაშვილის სიკვდილის შემდეგ შალიკაშვილებსა და ათაბაგებს შორის მტრული ურთიერთობა დამყარდა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ.,1986.-გვ.678


Share: