შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესო ბესელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნოსირი, სენაკის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1970 წელს. 1970-1972წწ. იყო თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის პედაგოგი. 1974 წელს ბათუმის ნ. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის პედაგოგი. 1995 წლიდან აჭარის ხელოვნების მუზეუმის კოორდინატორი; 1996-2006წწ. ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების კათედრის გამგე. არის 18 სპექტაკლის დამდგმელი მხატვარი; გაფორმებული აქვს წიგნები. მიღებული აქვს მონაწილეობა რესპუბლიკურ, საკავშირო, საერთაშორისო გამოფენებში: თბილისში (1971), მოსკოვში (1971, 1973, 1981), ლენინგრადსა (1972) და სტამბულში (1996); გამართული აქვს პერსონალური გამოფენები ბათუმში (1999-2006). ძირითადი ნამუშევრები: "1921 წელი" (1971), "ნიკორწმინდა" (1987), "ლიტანიობა" (1981), "ნოსტალგია" (1990), "მუსიკა" (1993), "ქართული ტაძრები" (2000), "ლიკანი" (2002), "ბათუმელები" (2004). ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.77; batu.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |