The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბოგდან გურჯიცკი

ბოგდან გურჯიცკი
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:12 იანვარი, 1700
დაკრძალვის ადგილი:ქ. მოსკოვი
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

ბოგდან გურჯიცკი იყო  წარმოშობით ქართველი დიპლომატი. მოღვაწეობდა პოლონეთის სამეფო კარზე XVII საუკუნის მეორე ნახევარში. იგი იყო პოლონეთის ელჩი სეფიანთა ირანის კარზე. დაიბადა საქართველოში. მსახურობდა პოლონეთის სამეფო კარზე 1650-იანი წლებიდან. გვარი მომდინარეობს ქართველების თურქულ-ირანული სახელწოდებიდან "გურჯი". იგი იყო ისპაჰანში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, რომლის მიზანიც იყო ირანის ჩართვა ანტიოსმალურ კოალიციაში. გარდაიცვალა 1700 წელს მოსკოვში.

წყარო: qim.gegeorgianencyclopedia.ge; ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.62


გააზიარე: