The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ბეშიძე

რევაზ ბეშიძე
დაბადების თარიღი:5 ნოემბერი, 1959  (64 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით გეოგრაფია 1982 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა სპეციალობით გეოგრაფია 1990; ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის (NDC) უმაღლესი კურსი (რომი, 1998-1999); აშშ-ს ჯორჯ მარშალის სახ. უსაფრთხოების საკითხების შემსწავლელი ევროპული ცენტრის უმაღლესი კურსი. გერმანია (გარმიშ-პატერკინხენი, 2000); ნატოს სტიპენდიანტი (ბრიუსელი, 2000-2002); დიდი ბრიტანეთის სამეფო თავდაცვის კოლეჯის (RCDS) საერთაშორისო ურთიერთობების სრული კურსი (ლონდონი, 2005).

1982-1983წწ. იყო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის "ატოლის" სოხუმის ფილიალის ინჟინერი; 1983-1989წწ. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი, მასწავლებელი; 1989-1996წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დოცენტი, გეოგრაფიის კათედრის გამგე; 1996 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს მესამე მდივანი; 1996-1997წწ. სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის მესამე მდივანი; 1997 წელს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის სამხედრო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1997-1998წწ. სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის სამხედრო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი; 1998 წელს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი; 1998-2000წწ. სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2000-2004წწ. სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი; 2004-2006წწ. უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი; 2006-2009წწ. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისიის ხელმძღვანელი; 2009-20013წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში; 2013-2015წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი; 2016-2020წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (2006).

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.77; საქართველოს საგერეო სამინისტროს ვებ გვერდი: portugal.mfa.gov.ge დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.48


გააზიარე: