შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე აფხაზი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა მანგლისი. 1913-1917წწ. სწავლობდა იურისპრუდენციას მოსკოვის უნივერსიტეტში და საარტილერიო საქმეს პეტერბურგში, კონსტანტინეს სკოლაში (1917). 1918 წელს მიენიჭა დამოუკიდებელი საქართველოს არმიის არტილერიის ლეიტენანტის წოდება. 1918 წლიდან იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურ სამსახურში, ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს დაზვერვის განყოფილებას. 1920 წელს, წითელი არმიის აზერბაიჯანში შეჭრის შემდეგ რამდენიმე თვე ბოლშევიკების ტყვეობაში გაატარა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მიენიჭა კაპიტნის წოდება. 1921 წლის მარტამდე პარიზში საქართველოს სამხედრო ატაშეს მოადგილე იყო. შემდეგ ცხოვრობდა რომსა და ბერლინში. 1922 წელს ვისბადენში ცოლად შეირთო ნინო ჭავჭავაძე, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. 1924 წლიდან წერდა ფსევდონიმით "იაზონი". 1925 წლიდან ხელმძღვანელობდა კინომრეწველობის სხვადასხვა კავშირთან არსებულ სტატისტიკურ ბიუროებს. 1926 წელს ცოლად შეირთო მართა კუნი. მუშაობდა კინოსტატისტიკაზე, ასევე მოღვაწეობდა ქართულ ემიგრანტულ ორგანიზაციებში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და კინოს ჩამოსცილდა. გენერალ კოტე აფხაზის ძმისშვილი. კინოსტატისტიკოსი. გარდაიცვალა ქ. ვისბადენში (გერმანია).
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |