The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე აფხაზი

Other name:ალექსანდრე აბხაზი
იაზონი  (Pseudonym)
Date of birth:1893
Date of death:1957  (at 64 years)
Category:Diplomat, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: დაბა მანგლისი.

1913-1917წწ. სწავლობდა იურისპრუდენციას მოსკოვის უნივერსიტეტში და საარტილერიო საქმეს პეტერბურგში, კონსტანტინეს სკოლაში (1917). 1918 წელს მიენიჭა დამოუკიდებელი საქართველოს არმიის არტილერიის ლეიტენანტის წოდება. 1918 წლიდან იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურ სამსახურში, ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს დაზვერვის განყოფილებას. 1920 წელს, წითელი არმიის აზერბაიჯანში შეჭრის შემდეგ რამდენიმე თვე ბოლშევიკების ტყვეობაში გაატარა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მიენიჭა კაპიტნის წოდება. 1921 წლის მარტამდე პარიზში საქართველოს სამხედრო ატაშეს მოადგილე იყო. შემდეგ ცხოვრობდა რომსა და ბერლინში. 1922 წელს ვისბადენში ცოლად შეირთო ნინო ჭავჭავაძე, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. 1924 წლიდან წერდა ფსევდონიმით "იაზონი". 1925 წლიდან ხელმძღვანელობდა კინომრეწველობის სხვადასხვა კავშირთან არსებულ სტატისტიკურ ბიუროებს. 1926 წელს ცოლად შეირთო მართა კუნი. მუშაობდა კინოსტატისტიკაზე,  ასევე მოღვაწეობდა ქართულ ემიგრანტულ ორგანიზაციებში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და კინოს ჩამოსცილდა. გენერალ კოტე აფხაზის ძმისშვილი. კინოსტატისტიკოსი. გარდაიცვალა  ქ. ვისბადენში (გერმანია).


Share: