The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამუკა ბოკუჩავა

მამუკა ბოკუჩავა
Date of birth:6 November, 1962  (62 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დააამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს.

1985-1987წწ. იყო კ. ერისთავის სახელობის ინსტიტუტის მიკროქირურგიის ლაბორატორიის კლინიკური ორდინატორი, 1987-1991წწ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-1999წწ. ნ. ბოხუას ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის ექიმი-ანგიოქირურგი, ამავე ცენტრის ქირურგიული ნაწილის ხელმძღვანელი, 1999 წლიდან დირექტორის მოადგილე. არის 33 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; 2 უცხოური მულტიცენტრული კვლევის მთავარი მკვლევარი საქართველოში. მედიცინეს მეცნიერებათა კანდიდატი (1997).

საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "აორტა-თეძო-ბარძაყის ზონის მაოკლუზირებელ დაავადებათა ქირურგიული მკურნალობა ქვემო კიდურების იშემიისა და მამაკაცთა არტერიული იმპოტენციის დროს", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.80; სამედიცინო პორტალი: vipmed.ge;  წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.204

Member of Organizations

  • ევროპის სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია, წევრი (1997-)
  • თბილისის როტარი კლუბი, წევრი (2002-)
  • საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაცია, პრეზიდენტი (2012-)
  • საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის განათლებისა და მეცნიერების კომისია, თავმჯდომარე (2007-2012)
  • საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის სტანდარტიზაციისა და ნომენკლატურის კომისია, თავმჯდომარე (2005-2007)
  • საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ასოციაციის გამგეობა, წევრი (2002-)

Awards and Honors

  • 1994 - მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
    1993 წელს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საომარი მოქმედებების დროს გამოვლენილი პროფესიული თავდადებისთვის

Share: