The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ თოხაძე

ნიკოლოზ თოხაძე
სხვა სახელი:კუკური თოხაძე
დაბადების თარიღი:13 თებერვალი, 1901
გარდაცვ. თარიღი:1 მარტი, 1975  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართული სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აკეთი, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა სათავადაზნაურო გიმნაზია,  ქართველ ოფიცერთა სამხედრო სკოლა (იუნკერთა სასწავლებელი) 1920 წელს; "სენ სირის" სამხედრო აკადემია 1925 წელს.

1918 ნოემბრ.-დეკემბერს იყო საქართველო-სომხეთის, რუსეთ-საქართველოს ომებისა და თურქებისაგან ბათუმის გათავისუფლების 1921 წლის აქტიური მონაწილე; საქართველოს ოკუპაციის შემდეგ თავდაპირველად გადავიდა თურქეთში, შემდეგ – საფრანგეთში, გაამწესეს უცხოეთის ლეგიონში. 1934 წელს მიენიჭა კაპიტნის, 1936 წელს მაიორის, 1958 კი – კოლონელის სამხედრო წოდება; II მსოფლიო ომის (1939–1945) წლებში ირიცხებოდა გენეერალ დე გოლის "თავისუფალი საფრანგეთის" არმიაში; იყო ალჟირსა და მაროკოში ჩატარებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ოპერაციის მონაწილე; 1941-1946წწ. მეთაურობდა ათასეულს ინდო-ჩინეთში; 1948-1952წწ. – მადაგასკარზე; 1953-1956წწ. იყო ბრიგადის მეთაური მაროკოში; 1956 წლიდან რამდენიმე წლის განმავლობაში მეთაურობდა ვენსენის უცხ. ლეგიონის შტაბს. დიდი საბრძოლო დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საფრანგეთის უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო ჯილდოები: საპატიო ლეგიონის სრული კავალრის წოდება და ორდენი, "დიდი კომანდორის" ოქროს ჯვარი  და სხვა; XX ს. 60-იანი წლების დამდეგიდან, თადარიგში გასვლის შემდეგ, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პარიზში; არჩეული იყო ქართველ იუნკერთა კავშირის გამგეობის უცვლელ წევრად, ერთხანს – თავმჯდომარედ. თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან. ოფიცერი, საფრანგეთის არმიის კოლონელი (პოლკოვნიკი).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.105

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი

გააზიარე: