შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაურ ბოლქვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაგომარი, მახარაძის რაიონი. დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკური ორგანიზაციის ფაკულტეტი 1960 წელს. 1960 წელს იყო სოფელი ლარშეს აგრონომ-ეკონომისტი; 1960-1980წწ. ანსამბლ "შვიდკაცას" წევრი; 1964-1967წწ. მახარაძის კომკავშირის მდივანი; მახარაძის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს მთავარი აგრონომ-ეკონომისტი (1967); 1998 წლიდან ანსამბლ "ქართული ხმების" წევრი. გაახმოვანა მრავალი ფილმი, მათ შორის "რაჭა ჩემი სიყვარული". ანსამბლ "ქართულ ხმებთან" ერთად გამოსცა 7 მუსიკალური ალბომი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.81; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.114; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.360 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |