შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არკადი სხირტლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. ბოლშევიკურ რუსეთთან წარმოებული ხანმოკლე ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ოკუპაციის შემდეგ, სხვა ქართველ იუნკრებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო. პოლონეთში ის ბიდგოშჩის სამხედრო სკოლაში ჩაირიცხა და შემდეგ კონტრაქტით მსახურობდა პოლონეთის არმიაში. 1937 წელს იგი ლვოვიდან დებლინში გადავიდა საცხოვრებლად. 1937-1939 წლებში არკადი სხირტლაძე მფრინავ-ინსტრუქტორად მუშაობდა დებლინის საავიაციო სკოლაში "არწივის მართვეები". მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კაპიტანი სხირტლაძე ჩაერთო 1939 წლის სექტემბრის კამპანიაში. პირველ დღეებში დებლინის აეროპორტზე გერმანელთა მიერ განხორციელებული საჰაერო შეტევის დროს კაპიტანი სხირტლაძე დაიჭრა. 1939 წლის 17 სექტემბერს პოლონეთს აღმოსავლეთიდან უკვე საბჭოთა კავშირი დაესხა თავს და გერმანელთა ფრონტს გარიდებული დაჭრილი კაპიტანი სხირტლაძე ბრესტის მისადგომებთან წითელარმიელებს ჩაუვარდა ტყვედ. თითქმის ერთწლიანი ტყვეობის შემდეგ პოლონეთის არმიის ქართველი მფრინავი არკადი სხირტლაძე სტარობელსკის, ოსტაშკოვისა და კოჟელსკის ტყვე ოცი ათასზე მეტ პოლონელ სამხედრო ტყვესთან ერთად სტალინის პირადი ბრძანებით დახვრიტეს კატინში 1940 წლის გაზაფხულზე. კაპიტან სხირტლაძესთან ერთად კატინის ტყეში დახვრიტეს აგრეთვე პოლონეთის არმიის კიდევ რამდენიმე ქართველი ოფიცერი, მათ შორის, მაიორი გიორგი მამალაძე და კაპიტანი მიხეილ რუსიაშვილი. დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ყოფილი იუნკერი, პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცერი, კაპიტანი. კაპიტან სხირტლაძის უფროსი ქალიშვილი ირინა სხირტლაძე გმირულად დაიღუპა 1944 წლის ვარშავის აჯანყების დროს. წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |