The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ლაშქარაშვილი

მიხეილ ლაშქარაშვილი
დაბადების თარიღი:1884
გარდაცვ. თარიღი:1952  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართული სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ხანდაკი (ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი).

1900-იანი წლების დასაწყისში მუშაობდა იარალოვის ქარხნაში მუშად, შემდეგ რკინიგზის სადურგლო საამქროში. რუსეთის პირველი რევოლუციის დროს იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი, სახალხო გვარდიის საველე სასამართლოს თავმჯდომარე. მოგვიანებით პოლიტიკას ჩამოშორდა. 1921 წელს, საბჭოთა ხელისუფლების ძალისმიერი დამყარების შემდეგ, მიხეილ ლაშქარაშვილი შეუერთდა ქართველი პატრიოტების პარტიზანულ მოძრაობას. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. ანტისაბჭოთა პარტიზანული რაზმის ხელმძღვანელი ქართლში 1920-იანი წლების დასაწყისში. პოლიტიკური მოღვაწე.

წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org


გააზიარე: