The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზოია რუხაძე

ზოია რუხაძე
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1923
გარდაცვ. თარიღი:10 აპრილი, 1944  (21 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. სიმფეროპოლი, უკრაინა
კატეგორია:სახალხო გმირი

ბიოგრაფია

ქართველი პარტიზანი ქალი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ სიმფეროპოლში მოქმედი კომკავშირული ორგანიზაციის აქტიური წევრი. გერმანელთა ყაზარმებზე აკრავდა სსრკ საინფორმაციო ბიუროს ცნობებს და ანტიფაშისტურ ფურცლებს, აგროვებდა სადაზვერვო ხასიათის ცნობებს მტრის დისლოკაციასა და მოძრაობებზე. 1944 წლის 10 მარტს გესტაპოს აგენტებმა დააპატიმრეს და ერთი თვის საშინელი წამების შემდეგ ჭაში ჩაახრჩვეს. ზოია რუხაძის ძეგლი დგას სიმფეროპოლსა და თბილისში, მისი სახელი ეწოდა სიმფეროპოლის მე-14 და თბილისის 42-ე საშუალო სკოლებს, ქუჩებს სიმფეროპოლსა და თბილისში, კომკავშირულ და პიონერულ ორგანიზაციებს. მის გმირობაზე შეიქმნა კინოსურათი "ზოია რუხაძე" (რეჟისორი დავით რონდელი), დაიწერა პოემა (იოსებ ნონეშვილი).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.519; mastsavlebeli.ge


გააზიარე: