შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ რუხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვიტირი, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1916 წელს. 1925 წელს ცოდნის გასაღრმავებლად გააგზავნეს საზღვარგარეთ (გერმანია, საფრანგეთი, იტალია). იმავე წელს იტალიიდან ჩამოიტანა თევზი გამბუზია, რომელიც გამოიყენა კოღოს წინააღმდეგ საბრძოლველად; კოღოსთან ბრძოლის ამ ბიოლოგიურმა მეთოდმა დიდად შეუწყო ხელი მალარიის ლიკვიდაციას საბჭოთა კავშირის მთელ რიგ რაიონებში; მისი თაოსნობით აფხაზეთში ცენტრალური ტროპიკული სადგური 1926 წელს გადაკეთდა ტროპიკულ დაავადებათა ინსტიტუტად, რომლის უცვლელი დირექტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი თვითონ იყო გარდაცვალებამდე. 1937 წელს დაწესდა ნიკოლოზ რუხაძის სახელობის 2 პრემია. ქართველი მალარიოლოგი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.519 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |