შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ რუხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვაზისუბანი, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1955 წელს. პირველი კრიტიკული წერილი მნათობში გამოაქვეყნა 1954 წელს; პირველი წიგნი "კავკასია და საქართველო გერმანულ ლიტერატურაში" (თანაავტორი ნ. კაკაბაძე) 1963 წელს. მას ეკუთვნის წერილები ქართული და გერმანული ლიტერატურის საკითხებზე; თ. მანის, ჰ. მანის, ჰ. ბელის, ს. ცვაიგის, ჰ. ფალადას, ბ. ბრეხტის, ფ. დიურენმატის, ფ. კაფკას, მ. ფრიშის, ე. შტრიტმატერის და სხვ. თხზულებათა თარგმანები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.519 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |