The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ცომაია

ალექსანდრე ცომაია
დაბადების თარიღი:1907
გარდაცვ. თარიღი:1956  (49 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:Mount Oliveti-ის სასაფლაო, ნიუ–იორკი, აშშ
კატეგორია:პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა ხაშურის გიმნაზიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1922 წლის თებერვალში მონაწილეობდა საქართველოს გასაბჭოების წლისთავთან დაკავშირებულ საპროტესტო გამოსვლებში, რის გამოც დაპატიმრებულ იქნა. 1924 წლის აგვისტოში შეუერთდა აჯანყებულებს სენაკში. აჯანყების დამარცხების შემდეგ ემიგრაციაში გაემგზავრა. ცხოვრობდა საფრანგეთსა და გერმანიაში, სადაც თანამშრომლობდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ქართულ ემიგრანტულ პრესაში ("ახალი ივერია", "ქართველი ერი"). ბერლინში გამომავალ ჟურნალ "ქართველი ერში" დაიბეჭდა მისი ნაშრომი "დიდი ილია". მეორე მსოფლიო ომის დროს ვერმახტის ქართული ლეგიონის  შემადგენლობაში იბრძოდა კავკასიის მისადგომებთან. ომის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა. აქვე მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალი "თავისუფალი საქართველოს ხმა". მისი პუბლიცისტური წერილების ძირითადი ნაწილი რუსულ-ქართულ ურთიერთობებსა და საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოში განხორციელებულ რეპრესიებს ეხება. ცოლად ჰყავდა ქართველი პოლიტიკური მოღვაწის, სიმონ მდივანის ასული ელისაბედი. გარდაიცვალა ნიუ-იორკში. ქართველი პუბლიცისტი, ანტისაბჭოთა პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწე.

წყარო: საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი "თბილისელები": tbiliselebi.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: