The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანზორ ნადირაძე

ანზორ ნადირაძე
Date of birth:9 December, 1934  (90 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1958 წელს.

1958 წელს მუშაობა დაიწყო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში" ოსტატად; 1959-1970წწ. მუშაობდა თბილისის ენერგეტიკის და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; იქვე სწავლობდა ასპირანტურაში; ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში იყო ბეტონისა და საშენი მასალების ლაბორატორიის გამგის მოადგილე; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი "ენგურჰესის" მაღლივი თაღოვანი კაშხლის ბეტონის შედგენილობის დადგენაში; მონაწილეობდა ბეტონის საკვლევი სტენდის შექმნაში; 1970 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დოცენტის თანამდებობაზე; 1985 წლიდან სათავეში ჩაუდგა საშენი მასალებისა და ნაგებობების კათედრას; არის 15 საკანდიდატო და 20 სამაგისტრო ნაშრომის მეცნიერ-ხელმძღვანელი; გამოაქვეყნა 142 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 20 სახელმძღვანელო, მონოგრაფია, მეთოდური მითითებები, მიღებული აქვს 10 საავტორო მოწმობა და ლიცენზია; დაწერილი აქვს პრაქტიკაში სუპერპლასტიფიკატორების გამოყენების ტექნოლოგია, ბეტონის დენადობის გაზრდისა და ცემენტის ეკონომიისთვის, დანამატებიანი ცემენტები და სხვა; მონაწილეობდა საერთაშორისო კონკურსებში: დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, ბულგარეთი, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა; მონაწილეობდა ბაგრატის ტაძრის აღდგენით სამუშაოებში; მიღებული აქვს საპატიო სიგელები და დიპლომები; საქართველოს პატრიარქის მიერ დაჯილდოებულ იქნა "საპატიო სიგელით" სამების ტაძრის მშენებლობაში აქტიური მონაწილეობისათვის; სახელმძღვანელოსთვის "საშენი მასალები და ნაკეთობები" მიენიჭა საქართველოს განათლების სამინისტროს ლაურეატის წოდება; არის ტექნიკური ჟურნალების "საშენი მასალები და ნაკეთობები", "მშენებლობა და ენერგია" სარედაქციო კოლეგიის წევრი; დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად (1965).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.447; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.19

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში სახელმწიფო პრემიების კომისია , საექსპერტო ჯგუფის წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: