The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯუმბერ ნათალიშვილი

ჯუმბერ ნათალიშვილი
Date of birth:24 March, 1933
Date of death:2016  (at 82 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1957 წელს.

მუშაობდა სსრკ სატყეო მრეწველობის საპროექტო ინსტიტუტ "გიპროლესტრანსში" ინჟინრად, თბილისის მექანიკურ ქარხანაში - ოსტატად, საქართველოს კომუნალური მეურნეობისა და ვაჭრობის სამინისტროების სარემონტო-სამშენებლო სამმართველოებში - სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად; იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსი, საპროექტო ბიურო "ტურისტპროექტის" მთავარი სპეციალისტი; 1978 წლიდან ხელმძღვანელობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სამოქალაქო და ბინათმშენებლობის სამშენებლო სამმართველოს; 1990 წელს გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენში"; დაჯილდოებულია საუწყებო საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.448

Awards and Honors

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Share: