Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯუმბერ ნათალიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1957 წელს. მუშაობდა სსრკ სატყეო მრეწველობის საპროექტო ინსტიტუტ "გიპროლესტრანსში" ინჟინრად, თბილისის მექანიკურ ქარხანაში - ოსტატად, საქართველოს კომუნალური მეურნეობისა და ვაჭრობის სამინისტროების სარემონტო-სამშენებლო სამმართველოებში - სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად; იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსი, საპროექტო ბიურო "ტურისტპროექტის" მთავარი სპეციალისტი; 1978 წლიდან ხელმძღვანელობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სამოქალაქო და ბინათმშენებლობის სამშენებლო სამმართველოს; 1990 წელს გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენში"; დაჯილდოებულია საუწყებო საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.448 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |