The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ნათენაძე

შოთა ნათენაძე
Date of birth:8 May, 1938  (86 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი გზების, ხიდებისა და აეროპორტების სპეციალობით 1958 წელს.

1963 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა; მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტის", "ენგურჰესის" მშენებლობის საპროექტო განყოფილებაში ინჟინრად, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოს ასფალტ-ბეტონის ქარხანაში საამქროს უფროსად, თბილისის აეროპორტის გზის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1980 წლიდან იყო სამშენებლო გაერთიანება "სოფლმშენის" N13 საგზაო ტრესტის  მოძრავ-მექანიზებული რაზმის უფროსი, რომელიც ძირითადად ემსახურებოდა მესხეთ-ჯავახეთის ზონის სოფლებისა და დაბების ობიექტების მშენებლობას; ასევე იყო ამავე ტრესტის N20 რაზმის მთავარი ინჟინერი; 1983 წლიდან მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის სისტემაში: დიდუბის რაიონის საგზაო უბნის მთავარ ინჟინრად, ხელმძღვანელობდა ორჯონიკიძისა და საბურთალოს რაიონების საგზაო უბნებს; შპს "საგზაო საბურთალოს" უფროსია; მიღებული აქვს რესპუბლიკური ორგანოებისა და ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.448

Member of Organizations

  • ჩოხოსანთა საზოგადოება, წევრი

Share: