The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ნათიძე

თამაზ ნათიძე
დაბადების თარიღი:31 მარტი, 1932  (93 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1958 წელს. 

1958 წელს მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში"; 1961 წლიდან სამუშაოდ გადადის მოსკოვის ცენტრალურ სამეცნიერო კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში უფროსი არქიტექტორის თანამდებობაზე; 1964 წლიდან მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში არქიტექტორთა ჯგუფის უფროსად, ხოლო შემდეგ განყოფილების გამგედ; 1978 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული საქართველოს ისტორიისა და ძეგლთა დაცვის მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოში, სამმართველოს უფროსად; 1988 წლიდან დაინიშნა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სადაც მუშაობდა 2005 წლამდე; 1959 წლიდან შეთავსებით ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ჯერ თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, 1968 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე; მუშაობდა უფროსი მასწავლებლის, ხოლო 2001 წლიდან პროფესორის თანამდებობაზე; მის მიერ დამუშავებულია ლექციების ციკლი დისციპლინებში: "არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლები", "საქართველოს არქიტექტურის ისტორია", "არქიტექტურული მეცნიერება და კრიტიკა", "ახალი ტიპის სკოლებისა და სკოლის გარეშე დაწესებულებების კომპლექსი" (არქიტექტორებთან: გ. სოსანიძე, ი. ბერიანიძე); ამ ტიპის სასწავლო დაწესებულებების კომპლექსი პირველად დაპროექტდა საბჭოთა კავშირის მასშტაბით; 1988 წელს არჩეულ იქნა "ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს" (იკომოსი) წევრ-კორესპონდენტად; 1988 წლიდან არჩეულია იყალთოს საპატიო მოქალაქედ; 1998 წელს არჩეულ იქნა საქართველოს იკომოსის კომიტეტის წევრად; 2006 წელს საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად - აკადემიკოსად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.449

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1965-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2007 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი
  • 1997 - ღირსების ორდენი

გააზიარე: