შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რამაზ ნარმანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყვარჩელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. დაამთავრა ქ. როსტოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ხიდების, გზების და გვირაბების მშენებლობის ფაკულტეტი, ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1978 წელს. 1978 წლიდან მუშაობდა ქ. სოხუმში, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად სხვადასხვა ობიექტების მშენებლობაზე; მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპლექსის მშენებლობა; ასევე მუშაობდა ამავე ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოში ისეთი მნიშვნელოვანიობიექტების მშენებლობაზე, როგორებიც იყო საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული და სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, საგზაო და სარკინიგზო მაგისტრალების შესაბამისი მონაკვეთების აღდგენა-რეკონსტრუქცია და სხვა; 1991-1992წწ. მუშაობდა სს "ალაზნის" გენერალურ დირექტორად; 1992-1993წწ. იყო ქ. სოხუმის გარნიზონის საინჟინრო-სამშენებლო სამსახურის უფროსი; 1995 წლიდან მუშაობდა მოსკოვის "მთავარმეტრომშენის" სისტემაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე; არის N13 სამშენებლო უბნის უფოროსი; წარმატებული შრომითი საქმიანობისთვის არაერთხელ დაიმსახურა მოსკოვის მერიისა და მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციის საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.451
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |