The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო კასრაძე

ნინო კასრაძე
Date of birth:3 March, 1970  (54 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (შ. გაწერილიას სახელოსნო) 1991 წელს.

მუშაობდა მოზარდ-მაყურებელთა თეატრში. 1993 წლიდან რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობია. მთავარი როლი შეასრულა ფილმში "ორფეოსის სიკვდილი" (გ. შენგელაია, 1996, ნინო). გადაღებულია ფილმებში: "მიზერერე", "1001 ღამე" წაკითხული მსახიობების მიერ" (დ. ჯანელიძე, 1996), "სამოთხე ჩვენი ქალაქის ქუჩებში" (გ. გაჩეჩილაძე, 2000), "მარტოობის ორდენის კავალერი" (ა. ცაბაძე, 1999), "ნეტავ აღარ იწვიმოს" (მ. არჩვაძე, 2000), "გასეირნება ყარაბაღში" (ლ. თუთბერიძე, 2005, ნანა), "პირველი სიტყვა დაკარგულია" (გ. წიქარიშვილიუ, 2005), "ბედნიერება" (ნ. ალექსი-მესხიშვილი, 2009), და სხვ. მონაწილეობა მიიღო რამდენიმე გერმანულ ფილმში, მათ შორის: "დავითის შურისძიება" (1996), "ალიგატორები ყინულში" (1997) და სხვ. თეატრისა და კინოს მსახიობი. 

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 106; ქართული კინო: ყველაფერი ქართული კინოს შესახებ: georgian-cinema.ge

Awards and Honors

  • 2001 - წინანდლის პრემია
  • 1996 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    სპექტაკლ "მაკბეტში" ნათამაშები როლისთვის

Share: