The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კაჭარავა

გიორგი კაჭარავა
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1959  (66 წლის)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოხელოვნების ფაკულტეტი 1985 წელს.

1976-1991წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად. 1992 წლიდან დავით გიორგაძესთან ერთად დააფუძნა TV-CINEMA "ARIES". 1998–2002 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, როგორც რეჟისორი და ავტორი პოლიტიკური ტელესერიალისა "დიდების ზღაპარი". ავტორია რომანების: "განკითხვის დღე" და "პილატე და კაიაფა", წიგნების: "ვინ არის იესო ქრისტე", "ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა აღსრულება". 2007 წლის აპრილის თვეში რიო დე ჟანეიროში (ბრაზილია) დააფუძნა საკუთარი კინოსტუდია "LILAYMA". გენერალური დირექტორი სტუდიების: "სინემაგია" და "გი ემ სინემა". თავისივე სცენარით გადაიღო ფილმები: "ბლუზი" (1994), "დონ ჟუანის დაბადება" (1995), "მაიტა ნასოსი" (ს. ჯაჭვლიანთან ერთად, 2010). მისი მონწილეობით შეიქმნა სცენარი ფილმისთვის "იასამანი" (ი. ჩაჩანიძე, დასრულებულია) და "ორმაგი სახე" (ლ. ანჯაფარიძე, 1997).,

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 106; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.gekvira.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბრაზილიის კინოაკადემია, წევრი
  • საქართველოს კინოაკადემია, წევრი

გააზიარე: