The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ნარსია

შალვა ნარსია
დაბადების თარიღი:31 აგვისტო, 1906
გარდაცვ. თარიღი:1993  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1931 წელს.

1931-1942წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტისა" და "ტყვარჩელსრესში" უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1942-1944წწ. სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" "ბაქსანჰესის" მშენებლობის უბნის უფროსად; 1944-1975წწ.  მაღალი ძაბვის ქსელების სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, ამავრ სამმართველოს მთავარ ინჟინრად; მონაწილეობდა ტყვარჩელის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის კომპლექსის, საქართველოს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობაში; 1945 წელს მიავლინეს გერმანიაში, "ენერგომონტაჟის" სამმართველოში სპეცდანიშნულების სამუშაოების შესასრულებლად; იყო "ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის ფრიადოსანი"; დაჯილდოებული იყო მედლებითა და საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.451

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: